Search
Close this search box.

გრძელდება ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრები აჭარაში

15 ნოემბერს, ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” ამჯერად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ეწვია. შეხვედრას ტრენერები, ნინო ჩხაიძე და თომა კაკაბაძე უძღვებოდნენ. საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.

შეხვედრა “სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის” პროექტის ფარგლებში ტარდება, რომელსაც ორგანიზაციები “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” და “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ევროკავშირის ფინანსური მხარადჭერით ახორციელებენ.

29-თვიანი პროექტი ითვალისწინებს ახალ საფეხურზე აიყვანოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციების მოძრაობა, რათა მოხდეს ძალისხმევის კოორდინირება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების გაეროს კონვენციისა და კანონის განხორციელების დაჩქარება.

გაინტერესებთ სხვა სიახლეები?

Skip to content