2023 წლის 19 ივნისს, ბათუმში, ევროკავშირის პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებებისგანხორციელებისთვის“ ფარგლებში, ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ მასშტაბურიღონისძიებით შეუერთდა საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღისაღნიშვნას, რომელიც ყოველწლიურად 14 ივნისს აღინიშნება და წელს, ორგანიზაციის 10 წლის იუბილეს დაემთხვა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა როგორც ცნობიერების ამაღლებას, ისე საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორისთანამშრომლობის გაძლიერებას. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე; მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი; აჭარის უმაღლესი საბჭოსთავმჯდომარე, დავით გაბაიძე; ადგილობრივი თვითმმართველობების, სამოქალაქო სექტორისა და მედიისწარმომადგენლები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები.
აქტივობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო მადლობის სიგელების გადაცემას სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისა დამხარდაჭერისთვის. ღონისძიება ხაზი გაუსვა დიალოგისა და ჩართულობის მნიშვნელობას, როგორც საფუძველსისეთ ინკლუზიური პოლიტიკისთვის, რომელიც პასუხობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს.
ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ კვლავაც განაგრძობს აქტიურ საქმიანობას შემდეგიმიმართულებით: საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთაუფლებებზე, მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა, სამოქალაქო და სამართლებრივიადვოკატირება, თანასწორი და ხელმისაწვდომი გარემოს უზრუნველყოფისთვის პარტნიორობების გაძლიერება.
ღონისძიება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონეპირთა თემის უფლებების დაცვა ინკლუზიური, ერთიანი და თანამშრომლობაზე დაფუძნებული მიდგომით.
შეხვედრა “სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდულიშესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის” პროექტისფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ორგანიზაციები “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” და “კოალიციადამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ევროკავშირის ფინანსური მხარადჭერით ახორციელებენ.