Search
Close this search box.

ვაკანსიები

ა(ა)იპ „ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის’’ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა ორგანიზაციაა, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვეყნის საზოგადოებრივ, სოციალურ
და პოლიტიკურ ცხოვრებაში (დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზაციის ვებ გვერდზე cer.ge და facebook-გვერდზე: ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის / Changes For Equal Rights .

შშმ პირთა ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ აცხადებს შემდეგ ვაკანსიებს:

  1. სოციალური მედია მენეჯერი (სრული განაკვეთი)

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 11:00–17:00

ადგილმდებარეობა: ბათუმი

კონტრაქტის ხანგრძლივობა: მინიმუმ 9 თვე – გაგრძელების პერსპექტივით.

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • ორგანიზაციის ცნობადობის გაზრდაზე მუშაობა;
  • სოციალური მედიის არხების (Facebook, Tik-tok, YouTube, cer.ge) მართვა;
  • კონტენტის დაგეგმვა, ტექსტების მომზადება;
  • პოსტების განთავსება, შემოსულ წერილებზე პასუხი,გვერდის მონიტორინგი და ჩართულობის ანალიზი;
  • საქმიანობის პერიოდული ანგარიშების მომზადება.
  • ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ შეხვედრებში, სემინარებში, ღონისძიებებში მონაწილეობა და ფოტოების გადაღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გამოცდილება სოციალური მედიის მართვაში;
  • გამართული წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • კრეატიული და სტრატეგიული ხედვა;
  • პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და სოციალური საკითხებისადმი მგრძნობელობა (სასურველია შშმ პირთა თემაზე მუშაობის გამოცდილება).

 

  1. პოდკასტების ავტორი/გადამღები ჯგუფი (გარე მომსახურება)

ორგანიზაცია აცხადებს ტენდერს პოდკასტების გადასაღებად

ა(ა)იპ „ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის’’ აცხადებს ტენდერს ვიდეო/აუდიო პოდკასტის მომზადების მომსახურების შესყიდვის მიზნით. შერჩეული მომწოდებლის მიერ შემოთავაზებული პოდკასტის ჩამწერი სტუდია უნდა იყოს ადაპტირებული ეტლით მოსარგებლეთათვის, აღჭურვილი კამერებით, სათანადო განათებით, ხმის აპარატურითა და სხვა ინვენტარით. მომსახურების მომწოდებელმა, აგრეთვე, უნდა უზრუნველყოს  პოდკასტების ჟესტურ ენაზე თარგმნა, გრაფიკული დიზაინერისა და რედაქტორის მომსახურება პოდკასტის შესავალი ნაწილის (ე.წ.ქუდის) მოსამზადებლად.

დაინტერესებულმა პირებმა/ორგანიზაციებმა  წინადადებები უნდა წარმოადგინონ წინამდებარე ტექნიკურ დავალებაში აღწერილი მოთხოვნების შესაბამისად.

 

მომსახურების ტექნიკური დავალება:

  • პოდკასტის ფორმატის კონცეფციის მომზადება;
  • აუდიო და ვიდეო ჩანაწერების წარმოება;
  • პოდკასტის მონტაჟი და ფინალური მასალის მომზადება გამოსაქვეყნებლად ;
  • მასალის გადაცემა ორგანზიაციისთვის YouTube–სა და სოციალურ მედიაზე განთავსებისათვის.
  • პოდკასტების ქრონომეტრაჟი დაახლოებით 30 წუთი.

სასურველი მოთხოვნები:

  • სამუშაო პორტფოლიო;
  • შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა;
  • საზოგადოებრივ/სოციალურ თემებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.

 

  1. დიზაინერი (ფოტო, ვიდეო, პოსტერები) – გარე თანამშრომლობა

ორგანიზაცია აცხადებს კონკურსს გრაფიკული დიზაინერის შერჩევაზე გარე მომსახურების საფუძველზე.

მოვალეობები:

  • ორგანიზაციის საჭიროებებზე დაფუძნებული ვიზუალური მასალის (პოსტერი, ბანერი, სოც. მედიის ვიზუალები) შექმნა;
  • ფოტო და ვიდეო მასალების დამუშავება;
  • ბრენდის სტილთან შესაბამისი შაბლონების მომზადება;
  • საჭიროების მიხედვით კრეატიული მხარდაჭერა.

მოთხოვნები:

  • პროფესიული გამოცდილება გრაფიკულ დიზაინში;
  • Adobe Photoshop, Illustrator, Premiere ან ალტერნატიული პროგრამების ცოდნა;
  • პორტფოლიო სავალდებულოა.

 

თუ თვლი რომ შენ შეგიძლია გახდე ჩვენი გუნდის წევრი, 10 თებერვლამდე გამოგვიგზავნე CV ან პორთფოლიო [email protected]

გაინტერესებთ სხვა სიახლეები?

Skip to content