მისია და ხედვა
ა(ა)იპ ,,ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის’’
ა(ა)იპ ,,ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის’’ დაფუძნდა 2013 წლის 19 ივნისს. იგი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა ე.წ. (DPO) ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებელთა 50%-ზე მეტი შშმ პირია.
ორგანიზაციის დაფუძნება:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათი ოჯახის წევრები და საზოგადოების დანარჩენი ნაწილი.
ორგანიზაციის სამიზნე ჯგუფები:
ორგანიზაციის სამუშო მიმართულებები:
ორგანიზაცია ფაქტიურად ყველა მიმართულებით მუშაობს, მაგრამ ამ მხრივ განსაკუთრებით გამოსაყოფია 3 ძირითადი მიმართულება:
▪ სეზღუდულ შესაძლებლობებსა და შშმ პირთა შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;
▪ შშმ პირთა გააქტიურება და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა;
▪ სამოქალაქო და სამართლებრივი ადვოკატირების გზით შშმ პირთა უფლებებისა და თვისუფლებების დაცვა;
ორგანიზაციის მისია
▪ შეზღული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების ღირსების, უფლებებისა და თავისუფლების დაცვა;
▪ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ინსტიტუტების გააქტიურება;
▪ საზოგადოებაში შეზღუდულ შესაძლებლობაზე ცნობიერების ამაღლება;
▪ ახალგაზრდა შშმ პირების უფლებებისა და თავისუფლების დაცვისათვის, მათი ნიჭისა და უნარის განვითარებისათვის და საზოგადოებაში ინკლუზიისათვის ხელის შეწყობა;
▪ შშმ პირების ჩართვა კულტურულ პროცესებში;
▪ შშმ პირთა განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა.