პროექტის დასახელება:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანამშრომლობა კანონის საშუალებით უფლებების დასაცავად
დონორი:
ევროკავშირი
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)
ხანგრძლივობა:
1 წელი
სამიზნე რეგიონები:
აჭარა
პროექტის მიზანი:
- “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ” საქართველოს ახალი კანონით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების რეალიზების ხელშეწყობა მუნიციპალურ დონეზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის აქტიური ჩართულობით.
მოსალოდნელი შედეგები: - ორგანიზაცია აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან ერთად ახორციელებდა პროექტს, რომელიც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას აჭარის მუნიციპალიტეტებში.
- ორგანიზაციის „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ მხრიდან მიმდინარეობს ცვლილებების შეტანის ადვოკატირება/ლობირება.
მომზადებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის გამარტივებული ვერსია შეზღუდული პირებისთვის და ჩატარებულია მათთან შეხვედრები უფლებების გაცნობის მიზნით და ა.შ.