ა(ა)იპ „ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ აცხადებს კონკურსს პოდკასტების (მოკლე აუდიო-ვიდეო პროდუქტის) მომზადების მომსახურების შესყიდვის მიზნით. კონკურსის მიზანია პროფესიული და ტექნიკურად გამართული პოდკასტების შექმნა, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და შესაბამისი ორგანიზაციის თემატიკასთან.
შერჩეულმა მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პოდკასტების სრულყოფილი წარმოება — კონცეფციის შემუშავებიდან საბოლოო პროდუქტის მიწოდებამდე. პოდკასტის მომზადე
გარდა ამისა, მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
- პოდკასტების ჟესტურ ენაზე თარგმნა;
- გრაფიკული დიზაინის მომსახურება;
- პოდკასტის შესავალი ნაწილის (ე.წ. „ქუდის“) კონცეფციის, დიზაინისა და მონტაჟის მომზადება;
- რედაქტირების მომსახურება და საბოლოო მასალის ტექნიკური დამუშავება.
დაინტერესებულმა პირებმა/ორგანიზაციებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ წინამდებარე ტექნიკურ დავალებაში განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
მომსახურების ტექნიკური დავალება
მომსახურება უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს:
- პოდკასტის ფორმატის კონცეფციის შემუშავება;
- აუდიო და ვიდეო ჩანაწერების პროფესიული წარმოება;
-
- ოთხი პოდკასტის და ორი ვიდეო რგოლი მონტაჟი და ფინალური მასალის მომზადება გამოსაქვეყნებლად;
- დამუშავებული მასალის გადაცემა ორგანიზაციისთვის YouTube-სა და სოციალურ მედია პლატფორმებზე განსათავსებლად.
ერთი პოდკასტის სავარაუდო ქრონომეტრაჟი: დაახლოებით 30 წუთი. ვიდეოს ქრონომეტრაში მაქსიმუმ 60 წუთი.
საკვალიფიკაციო და სასურველი მოთხოვნები
- შესაბამისი სამუშაო პორტფოლიოს წარმოდგენა;
- პროფესიული ტექნიკური აღჭურვილობის ფლობა;
- მედია, სოციალური ან საზოგადოებრივი თემატიკის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.
კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ ტექნიკური და ფინანსური წინადადება დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ აღნიშნული ფორმა – https://forms.gle/dYWXknSdqoA2KjZs6
დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით – [email protected]/ 555121091/557574000

