27 ნოემბერს, ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში, უფროსკლასელებთან შეზღუდული შესაძლებლობის თემაზე ცნობიერების ასამაღლებელი სემინარი ჩატარდა.
შეხვედრას ორგანიზაციის “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” თავმჯდომარე, თემურ კაკაბაძე და სამეგრელოსა და აჭარის რეგიონის ახალგაზრდა რეგიონული ოფიცრები, ივდითი კვიტია და ნონა ბერიძე უძღვებოდნენ.
“სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის” პროექტის ფარგლებში ტარდება, რომელსაც ორგანიზაციები “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” და “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ევროკავშირის ფინანსური მხარადჭერით ახორციელებენ.
29-თვიანი პროექტი ითვალისწინებს ახალ საფეხურზე აიყვანოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციების მოძრაობა, რათა მოხდეს ძალისხმევის კოორდინირება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების გაეროს კონვენციისა და კანონის განხორციელების დაჩქარება.