3 დეკემბერს, ცვლილებების გუნდმა პროექტის “შშმ პირთა ჩართულობის ხელშეწყობა” ფარგლებში, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში, სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან შეზღუდული შესაძლებლობის თემაზე ტრენინგ-სემინარები დაასრულა.
შეხვედრები, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა.
ტრენინგ-სემინარების ნაწილი დასრულებულია, შემდეგ ეტაპზე, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, “ალმანახის” იგივე, შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ საინფორმაციო კრებულის პრეზენტაციები იგეგმება.
გაცნობებთ, რომ ალმანახი მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ საბაზისო ინფორმაციას, რათა დაინტერესებულმა პირმა, თემის ირგვლივ შეძლოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ ბლოგების, აქტივობების, მარეგულირებელი კანონმდებლობის თუ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიება.
პროექტი “ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის” მხარდაჭერით ხორციელდება.