Search
Close this search box.

მედია პროფესიონალებისთვის ცნობიერების ამაღლების სემინარი ჩატარდა

2024 წლის 27 სექტემბერს, ქ. ბათუმში, ორგანიზაციის ოფისში, მედია პროფესიონალებისთვის ცნობიერების ამაღლების სემინარი პირისპირ ფორმატში ჩატარდა.

სემინარის ფარგლებში განხილული იყო შემდეგი საკითხები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის განმარტება, ტერმინოლოგიის გარკვევა (პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით) და მედიის როლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული საკითხების სწორი წარმოჩენისა და სტერეოტიპების დაძლევის პროცესში.

სემინარის ასევე განხილეს: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობის მიდგომები, ხელისშემშლელი ბარიერები, სტერეოტიპები, საკანონმდებლო ბაზა, უნივერსალური დიზაინი, გონივრული მისადაგება, სეგრეგაცია, ინტეგრაცია, ინკლუზია, ინკლუზიური განათლება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და ბავშვების მდგომარეობა, ქცევა და ეტიკეტი, ასევე წარმატებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მაგალითები.

სემინარი სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა და მონაწილეებს შორის აქტიური დისკუსიები წარიმართა. ერთ-ერთმა მონაწილემ გამოთქვა მოსაზრება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ტერმინოლოგიას ზედმეტ ყურადღებას აქცევენ, რამაც დებატები გამოიწვია კომედიურ ვიდეორგოლებზე.

მონაწილეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს პრაქტიკული სავარჯიშოების მიმართ და აქტიურად ცდილობდნენ ტესტური კითხვების სწორად პასუხს.

გაინტერესებთ სხვა სიახლეები?

Skip to content