3 ივლისს ზუგდიდში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და ოჯახის წევრებთან შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სამეგრელოს ახალგაზრდა რეგიონული ოფიცერი ივდითი კვიტია უძღვებოდა.
საუბარი შეეხო პერსონალური ასისტენტის და ოჯახის წევრების როლს დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მხრივ, ასევე სტერეოტიპების მსხვრევასა და დამკვიდრებაში. შეხვედრაზე განხილული იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული მიდგომები, საკანონმდებლო ბაზა, უნივერსალური დიზაინი, გონივრული მისადაგება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და ბავშვების წინაშე არსებული გამოწვევები.
შეხვედრა პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის” ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ორგანიზაციები “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” და “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ევროკავშირის ფინანსური მხარადაჭერით ახორციელებენ.