Search
Close this search box.

შშმ ბავშვთა და მოზარდთა მშობლების ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ჯგუფური შეხვედრები

ცვლილებები თანაბრი უფლებებისათვის ინიციატივით, უკვე ერთი თვეა, 20-მდე  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა მშობლების პიროვნული ფსიქოსოციალური თვითრეალიზაციის და გაძლიერების ჯგუფური შეხვედრები მიმდინარეობს.ჯგუფური სესიები იმართება ისეთ თემებზე, როგორიცაა: – სტრესი და ფსიქოსოციალური კრიზისის ეგზისტენციალური საზრისი; – სტრესის მართვის თანამედროვე ფსიქოტექნოლოგიები;   – მე და ჩემი ღირებულებები და სხვა. აღნიშნულ შეხვედრებს პროფესიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უძღვება ფსიქოთერაპევტი – ზურა ქაჩავა. შეხვედრებს კოორდინირებას კი უწევს აქტიური მშობელი და “ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის” თანამშრომელი – ირმა კილაძე. აღნიშნული შეხვედრები ხელს უწყობს მშობლების გაძლიერებას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართულობის გაზრდას და თანამედროვე მიდგომებით იმ ფსიქოლოგიური ბარიერების დაძლევას, რომელსაც მშობლები ყოველდღიურად აწყდებიან.

გაინტერესებთ სხვა სიახლეები?

Skip to content