Search
Close this search box.

სკოლა-ინტერნატის უფროსკლასელებს, შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე სემინარი ჩაუტარდათ

12 მარტს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სკოლა-ინტერნატის უფროსკლასელებს, შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე სემინარი ჩაუტარდათ. სემინარს კახეთის ახალგაზრდა რეგიონული ოფიცერი, გურამ გოგოლაძე და აქტივისტი, მაგდა ბეჟანიშვილი უძღვებოდნენ. 

სემინარზე აქტივისტებმა ახალგაზრდებთან ერთად, განიხილეს თუ ვინ მოიაზრება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, გაარჩიეს პოზიტიური და ნეგატიური ტერმინები, უნივერსალური დიზაინისა და გონივრული მისადაგების ფორმები და ა.შ.

შეხვედრა “სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის” პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ორგანიზაციები “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” და “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ევროკავშირის ფინანსური მხარადჭერით ახორციელებენ.

29-თვიანი პროექტი ითვალისწინებს ახალ საფეხურზე აიყვანოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციების მოძრაობა, რათა მოხდეს ძალისხმევის კოორდინირება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების გაეროს კონვენციისა და კანონის განხორციელების დაჩქარება.

გაინტერესებთ სხვა სიახლეები?

Skip to content