Search
Close this search box.

“ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” ორგანიზებით პოლიტიკურ პარტიებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრის მიზანი პროექტის – “2024 წლის არჩევნებისთვის, წინასაარჩევნო პროცესებში შშმ პირთა ინტერესების გათვალისწინების მხარდაჭერა” – ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია და პოლიტიკურ პარტიებთან არსებულ გამოწვევებზე დისკუსიის გამართვა იყო.

აღნიშნული შეხვედრის საფუძველზე ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიებთან სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდა, რაც გულისხმობს, მომდევნო ეტაპზე პოლიტიკური პარტიების მხრიდან კვლევის ფარგლებში გამოკვეთილ გამოწვევებზე, გადაჭრის გზებისა და პარტიული ხედვების წარმოდგენას. 

აღნიშნული კვლევის ჩატარება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

გაინტერესებთ სხვა სიახლეები?

Skip to content