Search
Close this search box.

ზუგდიდში ლიდერთა ჰაბის ახალგაზრდებს შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე სემინარი ჩაუტარდათ

13 დეკემბერს, ზუგდიდში, “ნეოგენის” ლიდერთა ჰაბის ახალგაზრდებს  შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე სემინარი ჩაუტარდათ. შეხვედრაზე განხილული იყო შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირი საკითხები, ვინ ითვლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ტერმინები, ქცევა და ეტიკეტი, ბარიერები, რომელსაც სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირები ყოველდღიურად აწყდებიან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და ბავშვების საჭიროებები, სტერეოტიპები და ა.შ.

შეხვედრას სამეგრელოს ახალგაზრდა რეგიონული ოფიცერი, ივდითი კვიტია უძღვებოდა.

სემინარი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის” ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ორგანიზაციები “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” და “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ევროკავშირის ფინანსური მხარადაჭერით ახორციელებენ.

გაინტერესებთ სხვა სიახლეები?

Skip to content