შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია CER აცხადებს კონკურსს ვიდეოგადამღები/კრეატიული გუნდის შესარჩევად.
კონკურსის მიზანია აჭარის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSO) სერვისების შესახებ მოკლე საინფორმაციო-სარეკლამო ვიდეორგოლების შექმნა.
დავალების აღწერა
შერჩეულმა პირმა/გუნდმა უნდა უზრუნველყოს:
- 4 მოკლე ვიდეორგოლის მომზადება;
- ვიდეოების გადაღება და მონტაჟი;
- ვიდეოების ადაპტირება სოციალური მედიის პლატფორმებისთვის;
- საჭიროების შემთხვევაში, პროცესის კოორდინაცია ორგანიზაციებთან.
ძირითადი მოთხოვნები
სასურველია კონკურსანტს ჰქონდეს:
- ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის გამოცდილება;
- სოციალური კამპანიებისა და საინფორმაციო ვიდეოების შექმნის გამოცდილება;
- კრეატიული ხედვა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ტექნიკური რესურსი ვიდეოს ხარისხიანად მოსამზადებლად.
განაცხადის ფორმა
დაინტერესებულმა პირებმა/გუნდებმა უნდა გამოაგზავნონ:
- CV ან მოკლე ინფორმაცია გამოცდილების შესახებ;
- პორტფოლიო/ნამუშევრების ბმული;
- ფინანსური შეთავაზება;
- საკონტაქტო ინფორმაცია.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა
27 მაისი, 2026
განაცხადის გამოგზავნის ელფოსტა
გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ:
„ვიდეორგოლების მომზადების კონკურსი“

