კონკურსი ფასილიტატორის შესარჩევად

ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ (CER) ეძებს გამოცდილ ფასილიტატორს, რომელიც სამი სამუშაო დღის განმავლობაში წარმართავს საკომუნიკაციო გეგმის შემუშავების პროცესს.

მიზანი

ფასილიტატორის მთავარი მიზანია ორგანიზაციის გუნდისა და პარტნიორების აქტიური მონაწილეობით შეიმუშაოს პრაქტიკული, რეალისტური და შედეგზე ორიენტირებული 12-თვიანი საკომუნიკაციო გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს:

  • ორგანიზაციის ცნობადობის ზრდას;
  • ორგანიზაციის მიღწევებისა და გავლენის უკეთ წარმოჩენას;
  • სამიზნე აუდიტორიებთან ეფექტური კომუნიკაციის გაძლიერებას;
  • დონორებთან, პარტნიორებთან და მედიასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას;
  • სოციალური მედიისა და ციფრული პლატფორმების ეფექტიან გამოყენებას;
  • ორგანიზაციის ბრენდის პოზიციონირებას.

 

ფასილიტატორის ამოცანები

ფასილიტატორმა უნდა:

მოსამზადებელი ეტაპი

  • გაეცნოს ორგანიზაციის საქმიანობას, მიმდინარე კომუნიკაციის პრაქტიკას და არსებულ ონლაინ პლატფორმებს;
  • გააანალიზოს ორგანიზაციის Facebook გვერდი და სხვა საკომუნიკაციო არხები;
  • შეიმუშაოს სამდღიანი სამუშაო პროცესის მეთოდოლოგია და დღის წესრიგი.

სამუშაო შეხვედრების ფარგლებში

  • წარმართოს მონაწილეთა ჩართულობაზე დაფუძნებული პროცესი;
  • უზრუნველყოს ორგანიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი კომუნიკაციის მიმართულებით;
  • განსაზღვროს საკომუნიკაციო მიზნები და შედეგები;
  • მოახდინოს სამიზნე აუდიტორიების იდენტიფიცირება და სეგმენტაცია;
  • განსაზღვროს ძირითადი მესიჯები სხვადასხვა აუდიტორიისთვის;
  • შეაფასოს არსებული სოციალური მედიის საქმიანობა;
  • შეიმუშაოს კონტენტის მიმართულებები და კომუნიკაციის არხები;
  • განსაზღვროს მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობის მექანიზმები;
  • შეიმუშაოს ცნობადობის გაზრდის ღონისძიებები და კამპანიები;
  • განსაზღვროს გაზომვადი ინდიკატორები.

საბოლოო პროდუქტის მომზადება

ფასილიტატორმა უნდა მოამზადოს:

  1. საკომუნიკაციო გეგმა (12 თვე)

რომელიც მოიცავს:

  • ორგანიზაციის კომუნიკაციის ხედვას;
  • სტრატეგიულ მიზნებს;
  • სამიზნე აუდიტორიებს;
  • ძირითად მესიჯებს;
  • საკომუნიკაციო არხებს;
  • სოციალური მედიის სტრატეგიას;
  • მედია ურთიერთობის გეგმას;
  • კამპანიებისა და ღონისძიებების გეგმას;
  • პასუხისმგებელ პირებს;

ვადებს;

  • მონიტორინგისა და შეფასების ინდიკატორებს.
  1. სოციალური მედიის კონტენტგეგმა

მინიმუმ 3 თვის პერიოდისთვის.

  1. ცნობადობის ზრდის რეკომენდაციები

კონკრეტული ნაბიჯების სახით.

  1. მოსალოდნელი შედეგები

სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს:

  • დამტკიცებული საკომუნიკაციო გეგმა;
  • მკაფიოდ განსაზღვრული ბრენდის პოზიციონირება;
  • აუდიტორიებზე მორგებული საკომუნიკაციო მესიჯები;
  • სოციალური მედიის განვითარების გეგმა;
  • ცნობადობის გაზრდის კონკრეტული ღონისძიებების ჩამონათვალი;
  • კომუნიკაციის ეფექტიანობის შეფასების ინდიკატორები.

 

  1. მონაწილეები

სამუშაო პროცესში მონაწილეობას მიიღებენ:

  • CER-ის თანამშრომლები;
  • მმართველი საბჭოს წევრები;
  • რეგიონული პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის წარმომადგენლები.

სავარაუდო რაოდენობა: 25 მონაწილე.

  1. კვალიფიკაციის მოთხოვნები

კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

  • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სტრატეგიული კომუნიკაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან ბრენდინგის მიმართულებით;
  • NGO/სამოქალაქო სექტორთან მუშაობის გამოცდილება;
  • სტრატეგიული დაგეგმვისა და ფასილიტაციის გამოცდილება;
  • სოციალური მედიისა და ციფრული კომუნიკაციის კარგი ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.

 

  1. მიწოდების ვადები
აქტივობა ვადა
მოსამზადებელი სამუშაო 27 ივნისამდე
სამუშაო შეხვედრები 28-30 ივნისი
საკომუნიკაციო გეგმის პირველი ვერსია 7 ივლისამდე
საბოლოო ვერსია 15 ივლისამდე

 

  1. ანაზღაურება

ფასილიტატორის ანაზღაურება განისაზღვრება ხელშეკრულების საფუძველზე და მოიცავს:

  • მოსამზადებელ სამუშაოს;
  • სამდღიანი ფასილიტაციის პროცესს;
  • საბოლოო დოკუმენტების მომზადებასა და წარდგენას.

განაცხადის ფორმა

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ:

  • CV / მოკლე ინფორმაცია გამოცდილების შესახებ;
  • საკონტაქტო ინფორმაცია.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა

26 ივნისი, 2026

განაცხადის გამოგზავნის ელფოსტა

[email protected]

გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ:
„ფასილიტატორის შესარჩევი კონკურსი“

გააზიარეთ ამბავი მეგობრებისთვის

Facebook
Twitter
LinkedIn
Reddit
Skype
Telegram
WhatsApp
Email
Print

გაინტერესებთ სხვა სიახლეები?

Skip to content