სამეგრელოს რეგიონული საკოორდინაციო ქსელი შშმ პირთა უფლებების დასაცავად აქტიურ მუშაობას აგრძელებს

 სამეგრელოს რეგიონული საკოორდინაციო ქსელი შშმ პირთა უფლებების დასაცავად აქტიურ მუშაობას აგრძელებს!
ადგილობრივი საჭიროებების საფუძველზე, სამეგრელოში შევჯერდით იმ 4 მთავარ პრიორიტეტზე, რომელთა გადაჭრაც რეგიონში თანაბარი და ხელმისაწვდომი გარემოს შესაქმნელად არის საჭირო:

  პრიორიტეტი 1:

ძვირადღირებული მედიკამენტების თანადაფინანსების პროგრამაში წამლის მიღების გახანგრძლივებული ვადების პრობლემის მოგვარება

  პრიორიტეტი 2:

ფიზიკური გარემოს რეალური მისაწვდომობა და ადაპტაცია

  პრიორიტეტი 3:

სამეგრელოში შშმ პირთა და მათი ოჯახების უფლებების შესახებ ინფორმირებულობის ზრდა, ლიდერული უნარების გაძლიერება და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი ჩართულობა

  პრიორიტეტი 4:

მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების გადამზადება შშმ საკითხებთან მიმართებაში.
ამ მიზნების მისაღწევად ქსელის წევრები სისტემატურად იკრიბებიან: უზიარებენ ერთმანეთს მიმდინარე გამოწვევებს და სახავენ ერთობლივ სტრატეგიებს.
გვჯერა, რომ მხოლოდ მჭიდრო თანამშრომლობითა და ჩართულობით შევძლებთ რეალური ცვლილებების
მოტანას ადგილობრივ დონეზე!
შეხვედრა   განხორციელდა ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ფარგლებში.
The meeting was organized with the support from the European Union (EU) and the United Nations Development
Programme (UNDP) under the Human Rights for All project.

გაინტერესებთ სხვა სიახლეები?

Skip to content