ოთხ რეგიონში ადვოკატირების ტრენინგები წარმატებით ჩატარდა

აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელოში ოთხი სამდღიანი ტრენინგი გაიმართა, რომელშიც ჯამში 60-მა მონაწილემ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შშმ პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და რეგიონული ქსელების წევრები. ტრენინგების განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციას, საქართველოს კანონმდებლობას, ადვოკატირებისა და ლობირების მეთოდებს, მონიტორინგის ინსტრუმენტებს, ეფექტიანი კომუნიკაციის პრინციპებს, ქსელურ მუშაობასა და […]