აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელოში ოთხი სამდღიანი ტრენინგი გაიმართა, რომელშიც ჯამში 60-მა მონაწილემ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შშმ პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და რეგიონული ქსელების წევრები.
ტრენინგების განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციას, საქართველოს კანონმდებლობას, ადვოკატირებისა და ლობირების მეთოდებს, მონიტორინგის ინსტრუმენტებს, ეფექტიანი კომუნიკაციის პრინციპებს, ქსელურ მუშაობასა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის მექანიზმებს.


შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. პრაქტიკული სავარჯიშოების, ჯგუფური მუშაობისა და რეალური შემთხვევების ანალიზის მეშვეობით მონაწილეებმა იმუშავეს პრობლემების იდენტიფიცირებაზე, პრიორიტეტების განსაზღვრასა და ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვაზე.

ტრენინგების შედეგად გაძლიერდა მონაწილეთა შესაძლებლობები დამოუკიდებლად დაგეგმონ და განახორციელონ ადვოკატირების საქმიანობა, აწარმოონ მონიტორინგი, მოამზადონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები და ეფექტიანად ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან.



ამასთან, ტრენინგებმა ხელი შეუწყო რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და პროფესიული ქსელის გაძლიერებას, რომელიც პროექტის მომდევნო ეტაპზე კოორდინირებულ ადვოკატირების პროცესს უზრუნველყოფს.



პროექტი “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოძრაობის გაძლიერება დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში” ხორციელდება UNDP ფინანსური მხარდაჭერით.

