შშმ ბავშვთა და მოზარდთა მშობლების ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ჯგუფური შეხვედრები

ცვლილებები თანაბრი უფლებებისათვის ინიციატივით, უკვე ერთი თვეა, 20-მდე  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა მშობლების პიროვნული ფსიქოსოციალური თვითრეალიზაციის და გაძლიერების ჯგუფური შეხვედრები მიმდინარეობს.ჯგუფური სესიები იმართება ისეთ თემებზე, როგორიცაა: – სტრესი და ფსიქოსოციალური კრიზისის ეგზისტენციალური საზრისი; – სტრესის მართვის თანამედროვე ფსიქოტექნოლოგიები;   – მე და ჩემი ღირებულებები და სხვა. აღნიშნულ შეხვედრებს პროფესიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უძღვება […]

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში შეხვედრა გაიმართა

29 იანვარს, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის” ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ კაბალში, შეხვედრა გაიმართა. სემინარს კახეთის ახალგაზრდა რეგიონული ოფიცერი, გურამ გოგოლაძე უძღვებოდა. შეხვედრას სულ, 16 პირი დაესწრო.  სემინარზე საუბარი შეეხო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ეთიკური უმცირესობის წარმომადგენლების წინაშე  არსებულ გამოწვევებს, განხილული იყო უნივერსალური დიზაინისა და გონივრული მისადაგების […]

23 იანვარს რეგიონთაშორისი ონლაინ შეხვედრა ჩატარდა

23 იანვარს, ორგანიზაციებმა “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” და “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” შეზღუდულ შესაძლებლობაზე მომუშავე ორგანიზაციებისა და აქტივისტების რეგიონთაშორისი ონლაინ შეხვედრა ჩაატარეს. შეკრების მთავარი თემა სისტემური გამოწვევები და ეროვნულ დონეზე ადვოკატირება იყო, რა დროსაც, აჭარის, სამეგრელოს, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონული საკოორდინაციო ქსელების წარდგენა და შეზღუდულ შესაძლებლობასთან მიმართებაში გამოვლენილი სისტემური ხარვეზების განხილვა მოხდა. ონლაინ შეხვედრაზე დრო დაეთმო […]

ზუგდიდში ლიდერთა ჰაბის ახალგაზრდებს შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე სემინარი ჩაუტარდათ

13 დეკემბერს, ზუგდიდში, “ნეოგენის” ლიდერთა ჰაბის ახალგაზრდებს  შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე სემინარი ჩაუტარდათ. შეხვედრაზე განხილული იყო შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირი საკითხები, ვინ ითვლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ტერმინები, ქცევა და ეტიკეტი, ბარიერები, რომელსაც სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირები ყოველდღიურად აწყდებიან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და ბავშვების საჭიროებები, სტერეოტიპები და ა.შ. შეხვედრას სამეგრელოს ახალგაზრდა რეგიონული ოფიცერი, ივდითი კვიტია უძღვებოდა. […]

აჭარაში სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან ტრენინგ-სემინარები დასრულდა

3 დეკემბერს, ცვლილებების გუნდმა პროექტის “შშმ პირთა ჩართულობის ხელშეწყობა” ფარგლებში, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში, სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან შეზღუდული შესაძლებლობის თემაზე ტრენინგ-სემინარები დაასრულა. შეხვედრები, როგორც თეორიულ, ისე  პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა. ტრენინგ-სემინარების ნაწილი დასრულებულია, შემდეგ ეტაპზე, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, “ალმანახის” იგივე, შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ საინფორმაციო კრებულის პრეზენტაციები იგეგმება. გაცნობებთ, რომ ალმანახი მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ საბაზისო ინფორმაციას, […]

27 ნოემბერს, ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში ცნობიერების ასამაღლებელი სემინარი ჩატარდა

27 ნოემბერს, ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში, უფროსკლასელებთან შეზღუდული შესაძლებლობის თემაზე ცნობიერების ასამაღლებელი სემინარი ჩატარდა. შეხვედრას ორგანიზაციის “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” თავმჯდომარე, თემურ კაკაბაძე და სამეგრელოსა და აჭარის რეგიონის ახალგაზრდა რეგიონული ოფიცრები, ივდითი კვიტია და ნონა ბერიძე უძღვებოდნენ. “სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის” პროექტის ფარგლებში ტარდება, რომელსაც ორგანიზაციები “ცვლილებები […]

ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობის თემაზე ცნობიერების ამაღლების სემინარი ჩატარდა

ბათუმის მუნიციპალიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა, როგორც თეორიულ ისე, პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა. მსმენელებმა მიღებული ინფორმაციის გამოყენებით, თემატური პრეზენტაციები წარმოადგინეს. შეხვედრას ტრენერები: ნინო ჩხაიძე და თომა კაკაბაძე უძღვებოდნენ. საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა. შეხვედრა “სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების […]

გრძელდება ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრები აჭარაში

15 ნოემბერს, ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” ამჯერად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ეწვია. შეხვედრას ტრენერები, ნინო ჩხაიძე და თომა კაკაბაძე უძღვებოდნენ. საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა. შეხვედრა “სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის” პროექტის ფარგლებში ტარდება, რომელსაც ორგანიზაციები “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” და “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ევროკავშირის ფინანსური მხარადჭერით ახორციელებენ. 29-თვიანი […]

7-დღიანი ბანაკი დასრულდა

მთელი კვირის განმავლობაში, მონაწილეები ჩართულები იყვნენ აქტივობებში, რომლებიც გამიზნული იყო პიროვნული ზრდის, გამძლეობის, თვითრეგულირების და ადაპტაციის უნარების შემუშავებაზე.

პოლიტიკის ანალიზისა და მუნიციპალური პროგრამების მონიტორინგის ხუთდღიანი ტრენინგი

15-20 ივლისს, აჭარაში, სამეგრელოში, შიდა ქართლსა და კახეთში შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და აქტივისტებს პოლიტიკის ანალიზისა და მუნიციპალური პროგრამების მონიტორინგის თემაზე ხუთდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ. შეხვედრებს ტრენერები: გიორგი ტოკლიკიშვილი და ბესო სულაბერიძე უძღვებოდნენ. ტრენინგი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის” ფარგლებში, […]

Skip to content