9 ნოემბერს, თელავში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თელავში“ ცნობიერების ამაღლების სემინარი ჩატარდა

2024 წლის 9 ნოემბერს, თელავში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თელავში“ ცნობიერების ამაღლების სემინარი ჩატარდა. სემინარის სამიზნე აუდიტორიას კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მოწვეული მოსამართლეთა თანაშემწეები წარმოადგენდნენ. შეხვედრას პროექტის იურისტები, რამინ მაჭარაშვილი და ქეთი სვანიძე უძღვებოდნენ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და ოჯახის წევრებთან შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

3 ივლისს ზუგდიდში,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და ოჯახის წევრებთან შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სამეგრელოს ახალგაზრდა რეგიონული ოფიცერი ივდითი კვიტია უძღვებოდა.

ზუგდიდში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

3 ივლისს, ზუგდიდში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ორგანიზაცია “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” თავმჯდომარე, თომა კაკაბაძე, პროექტის იურისტი, რამინ მაჭარაშვილი, სამეგრელოს და აჭარის ახალგაზრდა რეგიონული ოფიცრები, ივდით კვიტია და ნონა ბერიძე უძღვებოდნენ. 

ბათუმში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

პირველ და ორ ივლისს ბათუმში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. 2-დღიან შეხვედრას სულ, 23 მონაწილე დაესწრო. 

ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” ფორუმი ჩაატარა

14 ივნისს, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” ფორუმი ჩაატარა. 

ევროპის დღე

ევროპის დღე” ორგანიზაციებმა “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” და “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის”  Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში, ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებთან ერთად გაატარეს. 

აჭარის მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლებთან და რეგიონში მცხოვრებ შშმ პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

15 აპრილს, ბათუმის, ქედას, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურის და ხულოს მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლებთან და რეგიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლებთან და რეგიონში მცხოვრებ შშმ პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პირველ აპრილს გორში, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლებთან და რეგიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

“ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” ორგანიზებით პოლიტიკურ პარტიებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრის მიზანი პროექტის – “2024 წლის არჩევნებისთვის, წინასაარჩევნო პროცესებში შშმ პირთა ინტერესების გათვალისწინების მხარდაჭერა” – ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია და პოლიტიკურ პარტიებთან არსებულ გამოწვევებზე დისკუსიის გამართვა იყო.

სკოლა-ინტერნატის უფროსკლასელებს, შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე სემინარი ჩაუტარდათ

12 მარტს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სკოლა-ინტერნატის უფროსკლასელებს, შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე სემინარი ჩაუტარდათ. სემინარს კახეთის ახალგაზრდა რეგიონული ოფიცერი, გურამ გოგოლაძე და აქტივისტი, მაგდა ბეჟანიშვილი უძღვებოდნენ. 

Skip to content