29 იანვარს, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის” ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ კაბალში, შეხვედრა გაიმართა. სემინარს კახეთის ახალგაზრდა რეგიონული ოფიცერი, გურამ გოგოლაძე უძღვებოდა. შეხვედრას სულ, 16 პირი დაესწრო.
სემინარზე საუბარი შეეხო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ეთიკური უმცირესობის წარმომადგენლების წინაშე არსებულ გამოწვევებს, განხილული იყო უნივერსალური დიზაინისა და გონივრული მისადაგების მაგალითები; ინკლუზიური განათლების არსი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ქცევისა და ეტიკეტის ნორმები.
შეხვედრაზე განიხილეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის, სოციალურ პაკეტში არსებული პროგრამებიც.
პროექტს ორგანიზაციები “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” და “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ევროკავშირის ფინანსური მხარადჭერით ახორციელებენ.