კონკურსი | სარეკლამო/საინფორმაციო ვიდეორგოლების მომზადება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია CER აცხადებს კონკურსს ვიდეოგადამღები/კრეატიული გუნდის შესარჩევად.

კონკურსის მიზანია აჭარის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSO) სერვისების შესახებ მოკლე საინფორმაციო-სარეკლამო ვიდეორგოლების შექმნა.

დავალების აღწერა

შერჩეულმა პირმა/გუნდმა უნდა უზრუნველყოს:

  • 4 მოკლე ვიდეორგოლის მომზადება;
  • ვიდეოების გადაღება და მონტაჟი;
  • ვიდეოების ადაპტირება სოციალური მედიის პლატფორმებისთვის;
  • საჭიროების შემთხვევაში, პროცესის კოორდინაცია ორგანიზაციებთან.

ძირითადი მოთხოვნები

სასურველია კონკურსანტს ჰქონდეს:

  • ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის გამოცდილება;
  • სოციალური კამპანიებისა და საინფორმაციო ვიდეოების შექმნის გამოცდილება;
  • კრეატიული ხედვა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ტექნიკური რესურსი ვიდეოს ხარისხიანად მოსამზადებლად.

განაცხადის ფორმა

დაინტერესებულმა პირებმა/გუნდებმა უნდა გამოაგზავნონ:

  • CV ან მოკლე ინფორმაცია გამოცდილების შესახებ;
  • პორტფოლიო/ნამუშევრების ბმული;
  • ფინანსური შეთავაზება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა

27 მაისი, 2026

განაცხადის გამოგზავნის ელფოსტა

[email protected]

გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ:
„ვიდეორგოლების მომზადების კონკურსი“

გააზიარეთ ამბავი მეგობრებისთვის

Facebook
Twitter
LinkedIn
Reddit
Skype
Telegram
WhatsApp
Email
Print

გაინტერესებთ სხვა სიახლეები?

Skip to content