Search
Close this search box.

ევროპის დღე

ევროპის დღე” ორგანიზაციებმა “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” და “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის”  Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში, ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებთან ერთად გაატარეს. 

აჭარის მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლებთან და რეგიონში მცხოვრებ შშმ პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

15 აპრილს, ბათუმის, ქედას, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურის და ხულოს მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლებთან და რეგიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლებთან და რეგიონში მცხოვრებ შშმ პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პირველ აპრილს გორში, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლებთან და რეგიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

“ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” ორგანიზებით პოლიტიკურ პარტიებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრის მიზანი პროექტის – “2024 წლის არჩევნებისთვის, წინასაარჩევნო პროცესებში შშმ პირთა ინტერესების გათვალისწინების მხარდაჭერა” – ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია და პოლიტიკურ პარტიებთან არსებულ გამოწვევებზე დისკუსიის გამართვა იყო.

სკოლა-ინტერნატის უფროსკლასელებს, შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე სემინარი ჩაუტარდათ

12 მარტს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სკოლა-ინტერნატის უფროსკლასელებს, შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე სემინარი ჩაუტარდათ. სემინარს კახეთის ახალგაზრდა რეგიონული ოფიცერი, გურამ გოგოლაძე და აქტივისტი, მაგდა ბეჟანიშვილი უძღვებოდნენ. 

შშმ ბავშვთა და მოზარდთა მშობლების ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ჯგუფური შეხვედრები

ცვლილებები თანაბრი უფლებებისათვის ინიციატივით, უკვე ერთი თვეა, 20-მდე  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა მშობლების პიროვნული ფსიქოსოციალური თვითრეალიზაციის და გაძლიერების ჯგუფური შეხვედრები მიმდინარეობს.ჯგუფური სესიები იმართება ისეთ თემებზე, როგორიცაა: – სტრესი და ფსიქოსოციალური კრიზისის ეგზისტენციალური საზრისი; – სტრესის მართვის თანამედროვე ფსიქოტექნოლოგიები;   – მე და ჩემი ღირებულებები და სხვა. აღნიშნულ შეხვედრებს პროფესიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უძღვება […]

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში შეხვედრა გაიმართა

29 იანვარს, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის” ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ კაბალში, შეხვედრა გაიმართა. სემინარს კახეთის ახალგაზრდა რეგიონული ოფიცერი, გურამ გოგოლაძე უძღვებოდა. შეხვედრას სულ, 16 პირი დაესწრო.  სემინარზე საუბარი შეეხო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ეთიკური უმცირესობის წარმომადგენლების წინაშე  არსებულ გამოწვევებს, განხილული იყო უნივერსალური დიზაინისა და გონივრული მისადაგების […]

23 იანვარს რეგიონთაშორისი ონლაინ შეხვედრა ჩატარდა

23 იანვარს, ორგანიზაციებმა “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” და “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” შეზღუდულ შესაძლებლობაზე მომუშავე ორგანიზაციებისა და აქტივისტების რეგიონთაშორისი ონლაინ შეხვედრა ჩაატარეს. შეკრების მთავარი თემა სისტემური გამოწვევები და ეროვნულ დონეზე ადვოკატირება იყო, რა დროსაც, აჭარის, სამეგრელოს, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონული საკოორდინაციო ქსელების წარდგენა და შეზღუდულ შესაძლებლობასთან მიმართებაში გამოვლენილი სისტემური ხარვეზების განხილვა მოხდა. ონლაინ შეხვედრაზე დრო დაეთმო […]

ზუგდიდში ლიდერთა ჰაბის ახალგაზრდებს შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე სემინარი ჩაუტარდათ

13 დეკემბერს, ზუგდიდში, “ნეოგენის” ლიდერთა ჰაბის ახალგაზრდებს  შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე სემინარი ჩაუტარდათ. შეხვედრაზე განხილული იყო შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირი საკითხები, ვინ ითვლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ტერმინები, ქცევა და ეტიკეტი, ბარიერები, რომელსაც სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირები ყოველდღიურად აწყდებიან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და ბავშვების საჭიროებები, სტერეოტიპები და ა.შ. შეხვედრას სამეგრელოს ახალგაზრდა რეგიონული ოფიცერი, ივდითი კვიტია უძღვებოდა. […]

აჭარაში სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან ტრენინგ-სემინარები დასრულდა

3 დეკემბერს, ცვლილებების გუნდმა პროექტის “შშმ პირთა ჩართულობის ხელშეწყობა” ფარგლებში, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში, სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან შეზღუდული შესაძლებლობის თემაზე ტრენინგ-სემინარები დაასრულა. შეხვედრები, როგორც თეორიულ, ისე  პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა. ტრენინგ-სემინარების ნაწილი დასრულებულია, შემდეგ ეტაპზე, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, “ალმანახის” იგივე, შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ საინფორმაციო კრებულის პრეზენტაციები იგეგმება. გაცნობებთ, რომ ალმანახი მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ საბაზისო ინფორმაციას, […]

Skip to content