კონკურსი | სარეკლამო/საინფორმაციო ვიდეორგოლების მომზადება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია CER აცხადებს კონკურსს ვიდეოგადამღები/კრეატიული გუნდის შესარჩევად. კონკურსის მიზანია აჭარის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSO) სერვისების შესახებ მოკლე საინფორმაციო-სარეკლამო ვიდეორგოლების შექმნა. დავალების აღწერა შერჩეულმა პირმა/გუნდმა უნდა უზრუნველყოს: 4 მოკლე ვიდეორგოლის მომზადება; ვიდეოების გადაღება და მონტაჟი; ვიდეოების ადაპტირება სოციალური მედიის პლატფორმებისთვის; საჭიროების შემთხვევაში, პროცესის კოორდინაცია ორგანიზაციებთან. ძირითადი მოთხოვნები სასურველია კონკურსანტს ჰქონდეს: […]

ვაკანსია ტრენერებისთვის | დასავლეთ საქართველო

ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის აცხადებს ტრენერების მიღებას შემდეგ თემებზე ტრენინგების ჩასატარებლად: 🔹 ადვოკატირება 🔹 ლობირება 🔹 მონიტორინგი 🔹 ქსელური თანამშრომლობა 📍 ტრენინგების ჩატარების ადგილი: აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი. 👤 ვის ვეძებთ? ვეძებთ კვალიფიციურ და გამოცდილ ტრენერებს, რომლებიც ფლობენ: ✔️ შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას ✔️ ტრენინგების ჩატარების დადასტურებულ გამოცდილებას ✔️ ინტერაქტიული სწავლების მეთოდების გამოყენების […]

კონკურსი პოდკასტების მოსამზადებლად

ა(ა)იპ „ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ აცხადებს კონკურსს პოდკასტების (მოკლე აუდიო-ვიდეო პროდუქტის) მომზადების მომსახურების შესყიდვის მიზნით. კონკურსის მიზანია პროფესიული და ტექნიკურად გამართული პოდკასტების შექმნა, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და შესაბამისი ორგანიზაციის თემატიკასთან. შერჩეულმა მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პოდკასტების სრულყოფილი წარმოება — კონცეფციის შემუშავებიდან საბოლოო პროდუქტის მიწოდებამდე. პოდკასტის მომზადების (შექმნის) პროცესი უნდა იყოს  ინკლუზიური და ფიზიკურად ხელმისაწვდომი შშმ პირთათვის  (მათ შორის, ეტლით მოსარგებლეთათვის) და […]

ვაკანსიები

ა(ა)იპ „ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის’’ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა ორგანიზაციაა, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვეყნის საზოგადოებრივ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში (დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზაციის ვებ გვერდზე cer.ge და facebook-გვერდზე: ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის / Changes For Equal Rights . შშმ პირთა ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ აცხადებს შემდეგ […]

22 ნოემბერს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს რეაბილიტაციის პროგრამის განხილვა გაიმართა

2024 წლის 22 ნოემბერს ორგანიზაციის ოფისში, ქ. ბათუმში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს „მოზრდილთა სამედიცინო რეაბილიტაციის“ პროგრამის განხილვის მიზნით.

21 ნოემბერს შიდა ქართლის რეგიონული საკოორდინაციო ქსელის შეხვედრა გაიმართა

2024 წლის 21 ნოემბერს ონლაინ ფორმატში გაიმართა შიდა ქართლის რეგიონული საკოორდინაციო ქსელის შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო ქსელის სამოქმედო გეგმის განხილვა. შეხვედრის ძირითადი თემა იყო პერსონალური ასისტენტის პროგრამის განხორციელება რეგიონში.

15 ნოემბერს კახეთის რეგიონული საკოორდინაციო ქსელის შეხვედრა გაიმართა

2024 წლის 15 ნოემბერს Zoom პლატფორმაზე ონლაინ ფორმატში კახეთის რეგიონული საკოორდინაციო ქსელის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი ქსელის სამოქმედო გეგმის განხორციელების განხილვა იყო.

14 ნოემბერს სამეგრელოს რეგიონული საკოორდინაციო ქსელის შეხვედრა გაიმართა

2024 წლის 14 ნოემბერს Zoom-ის პლატფორმაზე ონლაინ ფორმატში, სამეგრელოს რეგიონული საკოორდინაციო ქსელის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი ქსელის სამოქმედო გეგმის განხილვა, პროგრესის შეფასება და შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრა იყო, განსაკუთრებით კი, პერსონალური ასისტენტის პროგრამის კონტექსტში.

მედია პროფესიონალებისთვის ცნობიერების ამაღლების სემინარი ჩატარდა

2024 წლის 27 სექტემბერს, ქ. ბათუმში, ორგანიზაციის ოფისში, მედია პროფესიონალებისთვის ცნობიერების ამაღლების სემინარი პირისპირ ფორმატში ჩატარდა.

9 ნოემბერს, თელავში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თელავში“ ცნობიერების ამაღლების სემინარი ჩატარდა

2024 წლის 9 ნოემბერს, თელავში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თელავში“ ცნობიერების ამაღლების სემინარი ჩატარდა. სემინარის სამიზნე აუდიტორიას კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მოწვეული მოსამართლეთა თანაშემწეები წარმოადგენდნენ. შეხვედრას პროექტის იურისტები, რამინ მაჭარაშვილი და ქეთი სვანიძე უძღვებოდნენ.

Skip to content