23 იანვარს, ორგანიზაციებმა “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” და “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” შეზღუდულ შესაძლებლობაზე მომუშავე ორგანიზაციებისა და აქტივისტების რეგიონთაშორისი ონლაინ შეხვედრა ჩაატარეს.
შეკრების მთავარი თემა სისტემური გამოწვევები და ეროვნულ დონეზე ადვოკატირება იყო, რა დროსაც, აჭარის, სამეგრელოს, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონული საკოორდინაციო ქსელების წარდგენა და შეზღუდულ შესაძლებლობასთან მიმართებაში გამოვლენილი სისტემური ხარვეზების განხილვა მოხდა.
ონლაინ შეხვედრაზე დრო დაეთმო სხვა რეგიონებში არსებული ხარვეზების გამოვლენა/განხილვას და ეროვნულ დონეზე საერთო ადვოკატირების საკითხების იდენტიფიცირებას. განისაზღვრა სამომავლო ნაბიჯები.
აქტივობა პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის” ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ორგანიზაციები “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” და “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ევროკავშირის ფინანსური მხარადაჭერით ახორციელებენ.