14 ივნისს, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” ფორუმი ჩაატარა.
ფორუმი “ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ მხარდაჭერით, პროექტის – “2024 წლის არჩევნებისთვის, წინასაარჩევნო პროცესებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესების გათვალისწინების მხარდაჭერის” ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიებაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს, როგორ გააუმჯობესებენ მათი პარტიები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო გარემოს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.
შეხვედრაზე, უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა, 2024 წლის არჩევნებზე ელექტრონული ხმის მიცემის აპარატების პრეზენტაცია გამართეს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ხმის მიცემის ახალი წესებისა და არსებული სპეციფიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, მათი ოჯახის წევრებმა, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა.
პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციამ “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” აჭარის მასშტაბით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევები გამოიკვლია და წინასაარჩენო კამპანიების დაგეგმვისას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებაზე, პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმძღვანელო შეიმუშავა. სახელმძღვანელოს შექმნის მიზანი წინასაარჩევნო პროცესისის დაგეგმვის დროს, მაქსიმალური ინკლუზიის მიღწევაა.