Search
Close this search box.

აჭარის მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლებთან და რეგიონში მცხოვრებ შშმ პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

15 აპრილს, ბათუმის, ქედას, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურის და ხულოს მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლებთან და რეგიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

ბათუმში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ბათუმის ახალგაზრდა რეგიონული ოფიცრის, ნონა ბერიძის მიერ ჩატარებული გამოკითხვის დროს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ დასახელებულ პრიორიტეტულ თემებს შეეხო. 

შეხვედრა “სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის” პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ორგანიზაციები “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” და “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ევროკავშირის ფინანსური მხარადჭერით ახორციელებენ.

გაინტერესებთ სხვა სიახლეები?

Skip to content