ბათუმის მუნიციპალიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა, როგორც თეორიულ ისე, პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა. მსმენელებმა მიღებული ინფორმაციის გამოყენებით, თემატური პრეზენტაციები წარმოადგინეს.
შეხვედრას ტრენერები: ნინო ჩხაიძე და თომა კაკაბაძე უძღვებოდნენ. საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.
შეხვედრა “სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის” პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ორგანიზაციები “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” და “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ევროკავშირის ფინანსური მხარადჭერით ახორციელებენ.