Search
Close this search box.

ევროპის დღე

ევროპის დღე” ორგანიზაციებმა “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” და “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის”  Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში, ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებთან ერთად გაატარეს. 

ჩვენი ორგანიზაციების სტენდთან მისულმა სტუმრებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს დამხმარე მოწყობილობების ფუნქციები. პირადი გამოცდილებით მიიღეს ცოდნა ფიზიკური ბარიერების გადალახვისას არსებულ სირთულეებზე. 

ტრენერებისგან მითითებების მიღებით, შეისწავლეს თეთრი ხელჯოხის გამოყენება და  მისი დახმარებით ნავიგაცია სცადეს. დახუჭული თვალებით, სხვადასხვა პროდუქტის გამოსაცნობად, სტუმრები მხოლოდ საკუთარ შეგრძნებებს დაეყრდნენ და მხიარული და შემეცნებითი გამოცდილება მიიღეს. ითამაშეს სტრატეგიული თამაში “ბოჩა”. 

წარმოდგენილი აქტივობებით შევეცადეთ სტუმრებისთვის ღირებული ცოდნის მიგვეწოდებინა სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.  

გაინტერესებთ სხვა სიახლეები?

Skip to content