Search
Close this search box.

ზუგდიდში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

3 ივლისს, ზუგდიდში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ორგანიზაცია “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” თავმჯდომარე, თომა კაკაბაძე, პროექტის იურისტი, რამინ მაჭარაშვილი, სამეგრელოს და აჭარის ახალგაზრდა რეგიონული ოფიცრები, ივდით კვიტია და ნონა ბერიძე უძღვებოდნენ. 

საუბარი შეეხო სამედიცინო პერსონალის როლს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თემის სწორად წარმოჩენაში, სტერეოტიპების მსხვრევასა და დამკვიდრებაში. შეხვედრაზე განხილული იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული მიდგომები, საკანონმდებლო ბაზა,  უნივერსალური დიზაინი, გონივრული მისადაგება, ტერმინოლოგია, ექიმის და პაციენტის ურთიერთობა, კონფიდენციალურობა და ა.შ.

შეხვედრა პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის” ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ორგანიზაციები “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” და “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ევროკავშირის ფინანსური მხარადაჭერით ახორციელებენ.

გაინტერესებთ სხვა სიახლეები?

Skip to content