ვაკანსიები

ა(ა)იპ „ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის’’ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა ორგანიზაციაა, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვეყნის საზოგადოებრივ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში (დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზაციის ვებ გვერდზე cer.ge და facebook-გვერდზე: ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის / Changes For Equal Rights . შშმ პირთა ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ აცხადებს შემდეგ […]
22 ნოემბერს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს რეაბილიტაციის პროგრამის განხილვა გაიმართა

2024 წლის 22 ნოემბერს ორგანიზაციის ოფისში, ქ. ბათუმში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს „მოზრდილთა სამედიცინო რეაბილიტაციის“ პროგრამის განხილვის მიზნით.
21 ნოემბერს შიდა ქართლის რეგიონული საკოორდინაციო ქსელის შეხვედრა გაიმართა

2024 წლის 21 ნოემბერს ონლაინ ფორმატში გაიმართა შიდა ქართლის რეგიონული საკოორდინაციო ქსელის შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო ქსელის სამოქმედო გეგმის განხილვა. შეხვედრის ძირითადი თემა იყო პერსონალური ასისტენტის პროგრამის განხორციელება რეგიონში.
15 ნოემბერს კახეთის რეგიონული საკოორდინაციო ქსელის შეხვედრა გაიმართა

2024 წლის 15 ნოემბერს Zoom პლატფორმაზე ონლაინ ფორმატში კახეთის რეგიონული საკოორდინაციო ქსელის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი ქსელის სამოქმედო გეგმის განხორციელების განხილვა იყო.
14 ნოემბერს სამეგრელოს რეგიონული საკოორდინაციო ქსელის შეხვედრა გაიმართა

2024 წლის 14 ნოემბერს Zoom-ის პლატფორმაზე ონლაინ ფორმატში, სამეგრელოს რეგიონული საკოორდინაციო ქსელის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი ქსელის სამოქმედო გეგმის განხილვა, პროგრესის შეფასება და შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრა იყო, განსაკუთრებით კი, პერსონალური ასისტენტის პროგრამის კონტექსტში.
მედია პროფესიონალებისთვის ცნობიერების ამაღლების სემინარი ჩატარდა

2024 წლის 27 სექტემბერს, ქ. ბათუმში, ორგანიზაციის ოფისში, მედია პროფესიონალებისთვის ცნობიერების ამაღლების სემინარი პირისპირ ფორმატში ჩატარდა.
9 ნოემბერს, თელავში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თელავში“ ცნობიერების ამაღლების სემინარი ჩატარდა

2024 წლის 9 ნოემბერს, თელავში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თელავში“ ცნობიერების ამაღლების სემინარი ჩატარდა. სემინარის სამიზნე აუდიტორიას კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მოწვეული მოსამართლეთა თანაშემწეები წარმოადგენდნენ. შეხვედრას პროექტის იურისტები, რამინ მაჭარაშვილი და ქეთი სვანიძე უძღვებოდნენ.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და ოჯახის წევრებთან შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

3 ივლისს ზუგდიდში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და ოჯახის წევრებთან შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სამეგრელოს ახალგაზრდა რეგიონული ოფიცერი ივდითი კვიტია უძღვებოდა.
ზუგდიდში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

3 ივლისს, ზუგდიდში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ორგანიზაცია “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” თავმჯდომარე, თომა კაკაბაძე, პროექტის იურისტი, რამინ მაჭარაშვილი, სამეგრელოს და აჭარის ახალგაზრდა რეგიონული ოფიცრები, ივდით კვიტია და ნონა ბერიძე უძღვებოდნენ.
ბათუმში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

პირველ და ორ ივლისს ბათუმში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. 2-დღიან შეხვედრას სულ, 23 მონაწილე დაესწრო.